„პროკურატურის ყველა მტკიცებულება გადაჭარბებულია“ - ზვიად კუპრავა

„პროკურატურის ყველა მტკიცებულება გადაჭარბებულია“ - ზვიად კუპრავა

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, რომელსაც ბრალი ადვოკატზე ძალადობაში ედება, აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებაში საუბარი თითქმის არაფერზეა.

მისი თქმით, ყველაფერი რაც სასამართლო სხდომაზე მოვისმინეთ გადაჭარბებულია.

„მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის ზედა, „პიჟამა“ , „სპაიდერმენმა“ ჩამოირბინა... პრაქტიკულად პროკურატურას არაფერი უთქვამს. მისი ყველა მტკიცებულება გადაჭარბებულია. ყველაფერს აკეთებენ, რომ აქ დიდხანს ყოფნა მომიწიოს“, - განაცხადა კუპრავამ.

ცნობისთვის, ზვიად კუპრავას ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივრის საფუძველზე ბრალი 2019 წლის 19 თებერვალს წაუყენეს. ზაქარეიშვილი კუპრავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. საქმე ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში რამდენიმე თვის წინ მომხდარ ფაქტს. ზაქარეიშვილის განცხადებით, კუპრავამ სასამართლოს ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.