საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას გიორგი პერტაია უხელმძღვანელებს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას გიორგი პერტაია უხელმძღვანელებს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ახალი პრეზიდენტი გიორგი პერტაია გახდა. პერტაია აღნიშნულ თანამდებობაზე პალატის საბჭომ ხმათა უმრავლესობით აირჩია.

პერტაიამ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნინო ჩიქოვანი შეცვალა.

გიორგი პერტაია 2011-2012 წლებში ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას იკავებდა, 2012 წლის ივლისიდან 2016 წლამდე საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი იყო, 2018 წლიდან 2019 წლის მაისამდე – „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.