პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსანს დაკითხავენ

პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსანს დაკითხავენ

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ხვალ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა“ მოწმის სახით დაიკითხება.

ხვალინდელ სხდომაზე ასევე იგეგმება კიდევ ერთი მოწმის, გამომძიებლის დაკითხვა.

დგებუაძე, რომელიც ჰოლანდიიდან ექსტრადირების შემდეგ, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზეა მსჯავრდებული, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. ის ფიგურირებს ორივე ფარულ აუდიოჩანაწერში, რომელიც გამოძიების საქმეზე მთავარ მტკიცებულებად მიიჩნევა. ჩანაწერების მიხედვით, ის დანაშაულის გეგმის მომზადებაში იღებს მონაწილეობას, თუმცა როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მის მიმართ ბრალის წარდგენა ვერ ხერხდება, რადგან ამის უფლებას ქართულ გამოძიებას ჰოლანდია არ აძლევს, საიდანაც მისი ექსტრადირება სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდა.