თბილისის ბოტანიკურ ბაღში სინათლის ფესტივალი გაიმართება

თბილისის ბოტანიკურ ბაღში სინათლის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 5-6 ივლისს 19:00 საათიდან 01:00 საათამდე მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდება.

ფესტივალში მონაწილეობას ცნობილი კომპანიები მიიღებენ, რომლებიც დამთვალიერებელს განსაკუთრებულ სანახაობას ჰპირდებიან.