„ყველა ტკივილს, გაზს, ყველაფერს ავიტანდი, რომ არ ყოფილიყო შეურაცხყოფის შეგრძნება...“

„ყველა ტკივილს, გაზს, ყველაფერს ავიტანდი, რომ არ ყოფილიყო შეურაცხყოფის შეგრძნება...“

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე 20 ივნისის მოვლენებს ეხმაურება:

„მე პირველ დღეს აქ ვიდექი, მე თვითონ ვიგემე ეს ყველაფერი, რასაც ერქვა ეს საშინელი შეგრძნება. არაუშავს, ყველა ტკივილს, გაზს, ყველაფერს ავიტანდი, რომ არ ყოფილიყო შეურაცხყოფის შეგრძნება... დღეს იმიტომ შემოვუერთდი [აქციას], რომ გამძაფრდა შეგრძნება, პირველ რიგში იმისა, რომ სწორად ვდგავართ, იმასთან დაკავშირებით, რომ არა უტიფარ ოკუპანტს, რომელმაც ისეთი რაღაც გააკეთა, რასაც სულში ჩაფურთხებაც აღარ ერქვა, ამას ჩარჩოები აღარ აქვს... ვერ გადავუსვამ თავზე ხელს, ვერ მივესალმები იმ რაღაც გასამართლებელ [არგუმენტებს], ამიტომ ესროლეს და თითქოს არ იყო საზიანო, ფაქტი სახეზეა, დასახიჩრდნენ ახალგაზრდები და არა დაუნდობლობას, განსაკუთრებით ერთმანეთის დაუნდობლობას.“