საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე განმარტებას აკეთებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე განმარტებას აკეთებს

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა მთამსვლელი ნაკადის შეზღუდვა, რის შესახებაც, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე ჩვენმა საზღვრის დაცვის შესაბამისმა სამსახურმა ჩვენს კოლეგებს მივმართეთ და აღნიშულთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, ვმუშაობთ დარეგულირებაზე. თუმცა იცით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო დასჭირდება. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მსგავს სიტუაციებში მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებების ან ქმედებებისაგან.

იცით რომ, საზღვრის ორი მესამედი შეთანხმებულია, მუშაობა გრძელდება დანარჩენ ერთ მესამედზე. იცით, რომ გარკვეული პაუზა იყო იმის გათვალისწინებით, რომ კომისიების განახლება უნდა მოხდეს როგორც აზერბაიჯანული, ისე ქართული მხრიდან, როგორც კი ეს პროცესი დასრულდება და ეს ორმხრივი პროცესია და პარიტეტის გათვალისწინებით მოხდება აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება" - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა