უგულავამ ქვეყანა დატოვა

უგულავამ ქვეყანა დატოვა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა, რომელიც შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა, მისი პარტიის წევრებთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა.

“მზად ვარ, მაგისტრ მოსამართლესთან, ორშაბათიდან ნებისმიერ დროს, როცა მათ ექნებათ შესაძლებლობა და სურვილი მივალ დაკითხვაზე”

გამოძიების მიმართ ნდობა ბუნებრივია ნულოვანია, შეუძლებელია ენდო იმ გამოძიებას, რომელიც არც კი ცდილობს პასუხი გასცეს, მაკო გომურს ვინ ესროლა, ადამიანები ვინ დაასახიჩრა. სანამ გახარიაა თანამდებობაზე და სანამ არ გვეცოდინება ჩვენ დეტალები ვინ გასცა ბრძანება, იმ ადამიანების სახელები და გვარი, ვინც ადამიანებს სახეში რეზინის ტყვიები ესროლა, მანამდე ყველა გამოძიება არის ტყუილი და ფარისევლობა,”- განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 პოლიტიკური პარტიის ლიდერის, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გია ბარამიძის დაკითხვის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.