„გამოხატვის თავისუფლებას და სამოსამართლეო ეთიკასა შორის ბალანსი უნდა იყოს დაცული" -  მიქაუტაძე

„გამოხატვის თავისუფლებას და სამოსამართლეო ეთიკასა შორის ბალანსი უნდა იყოს დაცული" - მიქაუტაძე

„თითოეული მოქალაქის მსგავსად მოსამართლეებიც სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით, თუმცა ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ბალანსი სამოსამართლეო ეთიკასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის" , - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბუნებრივად გამოიწვია ის, რომ გამოხატვის თავისუფლებამ სხვადასხვა ფორმა მიიღო, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, თანამედროვეობას ფეხი ავუბათ და გვქოდნეს შესაბამისი შეხედულებები და რეგულაციები, თუნდაც ეთიკის წესების სახით. ფაქტის გამო არ დამდგარა ეთიკის ნორმების გადახედვის საჭიროება; 10-15 წლის წინ სოციალურ ქსელებს არ ჰქონდა იმხელა ძალა რაც შეიძლება, დღეს ჰქონდეს. საზოგადოების განვითარება იწვევს იმას, რომ გარკვეული ნორმები და ეთიკური სტანდარტები ხდება ხოლმე გადასახედი. ვფიქრობ, უფრო ასეთ ფაქტთან გვაქვს საქმე, ვიდრე იმასთან, რომ რაიმე პრობლემები შეიქმნა და ამიტომ გახდა საჭირო. რა მიმართულებით უნდა გადაიხედოს, ამაზე გვექნება მსჯელობა. ეს დაწერილი დოკუმენტი იქნება, რომელსაც მოსამართლეთა კონფერენცია მიიღებს, როდესაც შევთანხმდებით. გარკვეულ საკითხებს შესაძლებელია შეეხოს გარკვეული შეზღუდვები, გარკვეულ საკითხებს პირიქით, შესაძლებელია მოეხსნას, ეს შეზღუდვები. ეს არის ურთიერთშეთანხმების და მოსამართლეების გადასაწყვეტი საკითხი, რადგან მოსამართლეთა კონფერენცია იღებს ჩვენთან ეთიკის საკითხებს“, – განაცხადა მიქაუტაძემ.