როს უილსონი საქართველოს მაისში დატოვებს

როს უილსონი საქართველოს მაისში დატოვებს

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი საქართველოს მაისის შუა რიცხვებში დატოვებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი მისი დროებითი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, მაისის შუა რიცხვებში დატოვებს პოსტს და დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას ამერიკაში.      

ელჩ უილსონს ჰქონდა დიდი პატივი, ყოფილიყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი და ხელი შეეწყო ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის. მას შემდეგ, რაც ელჩი როს უილსონი დატოვებს პოსტს, ვაშინგტონის სრული ნდობით აღჭურვილი ელისაბეთ რუდი შეასრულებს ამერიკის ელჩის მოვალეობას საქართველოში“