„ეს არის შერჩევითი სამართალი" - დაკავებული ბუდაღაშვილის ძმა

„ეს არის შერჩევითი სამართალი" - დაკავებული ბუდაღაშვილის ძმა

„ადამიანები, რომლებსაც გაცილებით მეტი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ვიცით ხალხმაც, ისინი ერთ საათში გარეთ გამოდიან. მხოლოდ შენიშვნით და შეშფოთებით შემოიფარგლებიან პოლიციელების და კანონდამრღვევი სახელმწიფო მოხელეების მიმართ და უბრალო ადამიანს, ელემენტარული ემოციის გამოხატვისთვის შეიძლება დახვრეტაც მიუსაჯონ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის ძმამ გიორგი ბუდაღაშვილმა განუცხადა. 

"ზურა ვერ ეგუებოდა ვერასდროს უსამართლობას და განუკითხაობას. არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ერთი დაშავებული ადამიანი მაჩვენონ, ვინც ზურასგან დაზარალდა, ვისაც ზურამ რამე დაუშავა. მე კი ვაჩვენებ უამრავ ადამიანს ვინც დაზარალდა მათი ხელით ჩემს საახლობლოში, შორს არ წავალ. ეს არის შერჩევითი სამართალი, მე არავისი არ მშურს და არავის თავისუფლებით არ ვიბოღმები და რადგან სხვები გამოუშვეს და ჩემი ძმა დაჭერილია, არ ვიბოღმები ამის გამო. ადამიანები, რომლებსაც გაცილებით მეტი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ვიცით ხალხმაც, ისინი ერთ საათში გარეთ გამოდიან. მხოლოდ შენიშვნით და შეშფოთებით შემოიფარგლებიან პოლიციელების და კანონდამრღვევი სახელმწიფო მოხელეების მიმართ და უბრალო ადამიანს, ელემენტარული ემოციის გამოხატვისთვის შეიძლება დახვრეტაც მიუსაჯონ", - აღნიშნა გიორგი ბუდაღაშვილმა.