საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში, ევიას კუნძულზე ტყის ორი ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც მიმდებარე ოთხი სოფლიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ჰაერის უკმარისობით ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ამჟამად, მეხანძრეებმა მოახერხეს ცეცხლის გავრცელების არეალის შეკავება, თუმცა მიუდგომელი მდებარეობა და მაღალი ტემპერატურა ქრობის პროცესს ართულებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის ორი კერა, თითქმის ერთდროულად გაჩნდა.

ხანძრის ქრობის პროცესში 255 მეხანძრე, ოთხი თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენია ჩართული.

2018 წელს ათენის გარეუბანში ტყის ხანძარს 101 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.