„ნაციონალური მოძრაობა“  ხელს უწყობს ქვეყანაში დესტაბილიზაციას" - ანრი ოხანაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელს უწყობს ქვეყანაში დესტაბილიზაციას" - ანრი ოხანაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ჯგუფი, რომელიც მაქსიმალურად უწყობს ხელს, ქვეყანაში მოხდეს კატაკლიზმები, დაიწყოს დესტაბილიზაცია", – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების აქტიურობა არის შემაშფოთებელი იმ სისტემატური მოწოდებების ფონზე, რომელსაც ჩვენ ყველა ვისმენდით ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც მაქსიმალურად უწყობს ხელს, ქვეყანაში მოხდეს კატაკლიზმები, დაიწყოს დესტაბილიზაცია და ჩვენ ეს ყველამ ვნახეთ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენების დროს. ფაქტობრივად, ეს დადასტურდა, მათი სისტემატური მოწოდებები ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლასთან დაკავშირებით შემდგომში რეალიზებული იყო კონკრეტული ფაქტებით, რაც ყველამ ვიხილეთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.