კანადამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ვიზა არ მისცა

კანადამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ვიზა არ მისცა

„ლელოს“ ინფორმაციით, კანადამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ვიზა არ მისცა.

დღეს, მონრეალში, ძიუდოისტთა “დიდი პრიზის“ მორიგი ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოს ვაჟთა ნაკრებსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ქართველი ძიუდოისტები კანადაში ვერ იასპარეზებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი სავიზო პრობლემაა - ვიზა გუნდის მხოლოდ სამმა წევრმა მიიღო: მწვრთნელმა, ექიმმა და ერთმა სპორტსმენმა, რის გამოც წასვლაზე საერთოდ უარი ითქვა.