გონიოს ციხის ტერიტორიაზე ​იშვიათი სახეობის მონეტები აღმოაჩინეს

გონიოს ციხის ტერიტორიაზე ​იშვიათი სახეობის მონეტები აღმოაჩინეს

გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია განახლდა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

სამუშაოები მეოთხე დღეა მიმდინარეობს და სპეციალისტებმა სხვადასხვა სახის კერამიკული ნაკეთობები აღმოაჩინეს. ნაპოვნია ასევე მინისა და ლითონის ნაკეთობანი, ასევე ვერცხლის 7 და 2 ბრინჯაოს მონეტაც, სპეციალისტების განმარტებით, მათგან ერთ-ერთი სეპტიმუს სევერუსის სახელით 210 წელსაა მოჭრილი და იშვიათ აღმოჩენათა ნომინალს მიეკუთვნება.