საკვირველია, რომ ევროპული მენტალიტეტის მქონე პარტიის წევრები დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გადიან - მაგდა კოტრიკაძე

საკვირველია, რომ ევროპული მენტალიტეტის მქონე პარტიის წევრები დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გადიან - მაგდა კოტრიკაძე

დაგროვებითი საპენსიო სისტემა ყველა წარმატებულ ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს და ცოტა საკვირველია, რომ ევროპული მენტალიტეტის მქონე პარტიების წევრები სქემიდან გასვლის გადაწყვეტილებას იღებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მაგდა კოტკიკაძემ განუცხადა:   

„რეალურად, დეპუტატები, რომლებიც დღეს იყვნენ ჩვენთან მოსული, ჩვენთვის არიან რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სურვილი დატოვონ სქემა, ან პირიქით, ჩვენ ვიღებთ უამრავ მოქალაქეს, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ ჩაერთონ პროცესში. ცოტა საკვირველია, რომ ევროპული მენტალიტეტის მქონე პარტიებმა და პირებმა სწორედ ასეთი განცხადებები გააკეთეს. ცდილობენ თემის პოლიტიზებას. ჩვენ ვემსახურებით ყველა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში და ასევე უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც არიან რეზიდენტი პირები და მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში. ნუ ვეცდებით თემის პოლიტიზებას“