უკრაინის პროკურატურა იუშჩენკოს ქონების დაყადაღებას ითხოვს

უკრაინის პროკურატურა იუშჩენკოს ქონების დაყადაღებას ითხოვს

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ კიევის პეჩორის რაიონულ სასამართლოს მიმართა, ყადაღა დაადოს უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ქონებას.

ვიქტორ იუშჩენკოს ბრალად ედება თანამონაწილეობა ექს-პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ სახელმწიფო რეზიდენცია „მეჟიგორიეს“ ხელში ჩაგდებაში. ამ საკითხს განიხილავს მოსამართლე პიდპალიი. სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. იანუკოვიჩი აღნიშნულ რეზიდენციაში 2010-2014 წლებში ცხოვრობდა, პრეზიდენტობის დროს, მაგრამ სახელმწიფო რეზიდენცია მის საკუთრებაში 2007 წელს, მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში აღმოჩნდა.

„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიქტორ იუშჩენკომ დაადასტურა, რომ 4 ივლისს დაბარებული იყო გამომძიებელთან. ვქტორ იუშჩენკო ბრალდებებს უარყოფს და საქმეში პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს.

„მოკლედ ეჭვის არსი იმაში მდგომარეობს, თითქოს მე 2002 წელს გავურიგდი იანუკოვიჩს, რომ მას ხელში ჩაეგდო რეზიდენცია „მეჟიგორიე“, - წერს იუშეჩნკო