„ჩემი გადადგომა არც ერთ კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირდება" - მიხეილ გიორგაძე

„ჩემი გადადგომა არც ერთ კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირდება" - მიხეილ გიორგაძე

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა, ამბობს რომ მისი გადადგომა არც ერთ კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირდება.

„დარწმუნებული ვარ, დროში დამთხვევებთან გარკვეული სპეკულაცია მოხდება ამა თუ იმ თემით მოხდება. სრული პასუხისმგებლობით მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბოლო პერიოდში ეს არც ერთ კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირდება“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მიხეილ გიორგაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა დღეს დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც ასევე აღნიშნავს, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.