„ჯიპების ყიდვის აუცილებლობას ვერ ვხედავ“ - კახა კალაძე

„ჯიპების ყიდვის აუცილებლობას ვერ ვხედავ“ - კახა კალაძე

„ჯიპების ყიდვის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ" , – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტების კითხვას თუ რამდენად არსებობს სახელმწიფოს მიერ 135 ჯიპის შეძენის საჭიროება.

შეგახსენებთ, რომ  მთავრობა 135 მაღალი გამავლობის ჯიპს ყიდულობს. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მანქანა შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა. ამასთან სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენა საჭიანი. წინადადებების მიღება 8 ივლისს დაიწყება და 9 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9 045 000 ლარია.