გიორგი კეკელიძე განათლების მინისტრის მოადგილედ ინიშნება?

გიორგი კეკელიძე განათლების მინისტრის მოადგილედ ინიშნება?

გავრცელებულდა ხმები, რომ განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის მინისტირის პირველი მოადგილედ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ინიშნება. კეკელიძე ამ ინფორმაციას  კატეგორიულად უარყოდს და სოციალურ ქსელში წერს:

“მეგობრებო, კულტურის მინისტრის მოადგილის გადადგომის შემდეგ, რატომღაც ჩემს ტელეფონში გაჩნდა უამრავი მესიჯი, რომ ამ ადგილზე იდეალური იქნებოდა ჩემი კანდიდატურა. ოდესღაც, როცა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად დავიწყე მუშაობა, ხაზგასმით ვთქვი, რომ არავითარი სხვა პოზიცია არ მაინტერესებს და არც სამომავლოდ მექნება სურვილი მეთქი. მაშინ 27 წლის ვიყავი, შეიძლება მას მერე ბევრი რამ შეიცვალა ჩემში, მაგრამ არა ეს განზრახვა. მე სხვა ყაიდის კაცი ვარ, სულ სხვა გეგმები და მისწრაფებები მაქვს: აქედან უფრო მეტს გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის. და რა თქმა უნდა, მადლობა ყველას.

p. s. იმედი მაქვს ახალი კანდიდატურის შერჩევის პროცესი და რაც მთავარია, შემდეგი სტრატეგია დაეყრდნობა ამ სფეროს წარმომადგენლებთან აქტიურ კონსულტაციას”.