განათლების მინისტრის მოადგილედ, შესაძლოა, „ბასიანის“ დირექტორი დაინიშნოს

განათლების მინისტრის მოადგილედ, შესაძლოა, „ბასიანის“ დირექტორი დაინიშნოს

კულტურისა და განათლების მინისტრის უკვე ყოფილმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა. გიორგაძის შემცვლელთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება.

ერთ-ერთი ვერსიით, მიხეილ გიორგაძე შესაძლოა, ანსამბლ „ბასიანის“ დირექტორმა, გიორგი დონაძემ შეცვალოს. 

კულტურის სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.