ძიუდოს ფედერაცია კანადის ვიზებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ძიუდოს ფედერაცია კანადის ვიზებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ რომ ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს კანადაში გასამგზავრებლად ვიზა არ მისცეს უარყოფს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ფედერაციის ხელმძღვანელებმა მონრეალში გასამართი ტურნირისთვის სპორტსმენების გამგზავრება გადაიფიქრეს და საელჩოში საბუთები სრულყოფილად აღარ მიაწოდეს.

მათი ინფორმაციით, კანადის ტურნირის მაგივრად, ქართველი ძიუდოისტები ევროპის პრესტიჟულ ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას.