„მადლობა, თქვენ საშინელი მინისტრი იყავით!“

„მადლობა, თქვენ საშინელი მინისტრი იყავით!“

რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი მიხეილ გიორგაძის განათლების მინისტრის მოადგილის პოსტიდან გადადგომის საკითხზე სოციალურ ქსელში წერს:

„გადამდგარ მიხეილ გიორგაძეს კომენტარებში მადლობებს უხდიან “ერთ-ერთი საუკეთესო კულტურის მინისტრობის” გამო. ბოტები, ნაცნობები, ხელოვნებათმცოდნეები და თეატრის წარმომადგენლები. მადლობას. მადლობას.

მეც მინდა მადლობა გადავუხადო, მაგრამ ეიფორიულ მდგომარეობაში ვარ, ვერ ვხვდები საყდრისის აფეთქებით დავიწყო, ზვიად რატიანის დევნილობით, თოჯინების თეატრის მაქინაციებით, თუ მწერალთა სახლისა და წიგნის ცენტრის ფაქტობრივი გაუქმებით?! ისეთი და იმხელა ჩამონათვალია, მართლა ვერ ვხვდები რითი დავიწყო, მაგრამ ვხვდები რითი დავამთავრო - მადლობა კულტურის ამ ყოფილ მინისტრს, რომ “მაჩაბლის 13-ს დავით სარაჯიშვილი ტოვებს”. მადლობა, თქვენ საშინელი მინისტრი იყავით!“