„გიორგაძემ სათანადოდ ვერ იყიდა ხელოვანი ხალხი და გაუშვეს...“

„გიორგაძემ სათანადოდ ვერ იყიდა ხელოვანი ხალხი და გაუშვეს...“

„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეფასებით, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მიხეილ გიორგაძე თანამდებობიდან თავისი ნებით არ წასულა, არამედ გაუშვეს.

„კულტურის მინისტრმა (ისე მოადგილეა კულტურის „დარგში“) სათანადოდ ვერ იყიდა ხელოვანი ხალხი და მათ... ხელისუფლების საწინააღდეგო აქციაზე იმღერეს.

ფაქტობრივად გაფლანგა ბიუჯეტი - სისტემის გადმოსახედიდან და გაუშვეს, ეგრევე. იგივე ხდება სპორტში, ეკონომიკაში, სოფელში, განათლებაში, ჯანდაცვაში, თავდაცვაში, პროკურატურაში, სასამართლოში ... მილიციაში რაც ხდება, 20-შიც ვნახეთ. ჩვენთვის წართმეული ფულით (გადასახადებით, მოსაკრებლებით, ჯარიმებით ...) სისტემა იცავს თავს და ყოველ ჯერზე ახერხებს რეგენერირებას", - წერს სოციალურ ქსელში ზურა გირჩი ჯაფარიძე.