ხატია ბუნიათიშვილმა მსახიობი გიომ გალიენი ქართულად ააცეკვა (ვიდეო)

ხატია ბუნიათიშვილმა მსახიობი გიომ გალიენი ქართულად ააცეკვა (ვიდეო)

საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა მსახიობი გიომ გალიენი და ცნობილი ფრანგი ტელეწამყვანი ანა-სოფი ლაპიქსი  ქართულად ააცეკვა. ამის შესახებ გვანცა ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ხატიამ, ექსპრომტად, პირდაპირ ეთერში ქართულად ააცეკვა 5 ცეზარის მფლობელი მსახიობი გიომ გალიენი და ცნობილი ფრანგი ტელეწამყვანი ანა-სოფი ლაპიქსიდა გიომთან ერთად სულიკოც კი იმღერა. გუშინდელი პრაიმთაიმი ფრანგული მთავარი არხის France2-ის პირდაპირ ეთერში", - წერს გვანცა ბუნიათიშვილი.