აშშ-ში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

შტატების მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები სამხრეთ კალიფორნიის რეგიონში  დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ რიჯკრესტთან ახლოს, ლოს-ანჯელესიდან 240 კილომეტრის დაშორებით იყო.

მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ ცალკეულ დასახლებებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გარდა ამისა, დაზიანებულია შენობები, რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი და დაშავებულია რადენიმე ადამიანი.

მიწისძვრის ძლიერი ბიძგები ლას-ვეგასსა და მექსიკაშიც იგრძნობოდა.