მელანია ტრამპს სლოვენიაში ძეგლი დაუდგეს

მელანია ტრამპს სლოვენიაში ძეგლი დაუდგეს

სლოვენიის ქალაქ სევნიცაში, რომელიც აშშ-ის პირველი ლედის მშობლიური ქალაქია, მელანია ტრამპის სკულპტურა დადგეს. ამერიკელი ხელოვანის ბრედ დოუნის მიერ შექმნილი სკულპტურის პრეზენტაცია უკვე გაიმართა.

ადგილობრივების ნაწილი სკულპტურას სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, რომ იგი საერთოდ არ ჰგავს მელანია ტრამპს. თავად ხელოვანი კი ამბობს, რომ მას სურდა აშშ-ის პოლიტიკური სიტუაციის აღწერა.
 

აღსანიშნავია, რომ ქალაქი სევნიცა ტურისტებისათვის პოპულარულია მას შემდეგ, რაც მელანია ტრამპი აშშ-ის პირველი ლედი გახდა.