„რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები უნდა შევინარჩუნოთ“ - სოფლის მეურნეობის მინისტრი

„რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები უნდა შევინარჩუნოთ“ - სოფლის მეურნეობის მინისტრი

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ჩვენ არ გვაქვს ემბარგო, არის გამკაცრებული კონტროლი ქართული ღვინის მიმართ, მაგრამ იმედი მაქვს, სიტუაცია უნდა ნორმალიზდეს, პროგრესი შენარჩუნებული იქნება... ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც დღეს გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის აგროსასურსათო და ტურიზმის სფეროში. იმედი გვაქვს რუსეთის მხრიდანაც მივიღებთ შესაბამის პასუხებს და ადეკვატურად იქნება მათი მხრიდანაც აღქმული პროცესი“, – განაცხადა დავითაშვილმა.