„ჩვენთვის ტრადიციული ბაზარი, რუსული ბაზარია“ - ნათია თურნავა

„ჩვენთვის ტრადიციული ბაზარი, რუსული ბაზარია“ - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გურჯაანში შეკრებილ კახელ ფერმერებს, მეღვინეებსა და მეწარმეებს განუცხადა, რომ რუსი ტურისტების ჩანაცვლება საქართველოში გაჭირდება, რადგან საუბარია მილიონობით ტურისტზე, ასევე მან რუსულ ბაზარს ტრადიციული უწოდა.

„ჩვენ ვმუშაობთ ბევრი მიმართულებით. ვერ გიკარნახებთ, ვისთან ივაჭროთ და საიდან ჩამოიყვანოთ ტურისტი. მაგრამ არსებობს რეგიონის რელობა, ტრადიციული ბაზრები და ასეთია, ჩვენთვის რუსული ბაზარი“, - განაცხადა თურნავამ.