მომხმარებელი არ ვარ, ეჭვიც არ ყოფილა ნარკოტიკის რეალიზაციაზე

მომხმარებელი არ ვარ, ეჭვიც არ ყოფილა ნარკოტიკის რეალიზაციაზე

მომხმარებელი არ ვარ, მე ვაღიარებ დანაშაულს. ჩემს შემთხვევაში ეჭვიც არ ყოფილა ნარკოტიკის რეალიზაციაზე, აქ იყო პირდაპირ შეძენა-შენახვაზე  ბრალი წაყენებული - განაცხადა  ტვ "პირველის" ეთერში ლევან ჯიბღაშვილმა:     

"როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე მფარველობდეს შსს. რაც მჭირს დღეს, რაც დამემართა, ყველაფერი დამმართა შსს-მ. დამაკავა,  შემიზღუდა უფლება არ დამერეკა ჩემს ადვოკატთან. მათ თავისუფლად შეეძლოთ მე გავეშვი და სანამ არ დასრულდებოდა  ექსპერტიზა. როგორც წარნმოგიდგენიათ, რომ მე მფარველობს ადამიანი, ვისი დამსახურებითაც ვარ ამ მდგომარეობაში. საბანაძესთან რომ ვერ ეპოვათ ფოტო, ხომ არ ატყდებოდა ეს ამბავი ან კახა კალაძესთან რომ მქონოდა ფოტო, საბანაძეზე ხომ არ იფიქრებდნენ. მოხდა ამ საკითხის პოლიტიზირება"