ალასკაზე რეკორდულად მაღალი სიცხე დაფიქსირდა

ალასკაზე რეკორდულად მაღალი სიცხე დაფიქსირდა

ალასკაზე რეკორდული სიცხეა. ჰაერის ტემპერატურამ 32 C-ს მიაღწია, მაშინ როდესაც ამ პერიოდში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 18C-ს არ აღემატება ხოლმე. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ალასკაზე ასეთი მაღალი ტემპერატურა ბოლოს1969 წლის 14 ივნისს დაფიქსირდა, მაშინ ჰაერის ტემპერატურამ 30C-ს მიაღწია.