ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ქურდულ სამყაროსთან კავშირისა და ე.წ. "ობშიაკის" შეგროვების ბრალდებით დაკავებულ 10 პირს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია, რომ არსებობდა ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის მოხდენის საფრთხე, სრულად გაიზიარა.

პოლიციამ  საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავა, 1 პირს კი ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  დაკავებულები არიან მეტსახელად - „ლამბო“, „ოსკარი“, „ალესკერი“, „ხომეინი“, „გოჭი“, ჯოლო“, „ბაჩო“, „წიე“, „ყურშა“ და  „ლერი“. 

''გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ასევე, თავიანთი ქმედებებით ავრცელებდნენ ქურდული სამყაროს სპეციალურ წესებს, როგორიცაა სარგებლისა და უპირატესობის მიღება, ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვება-მინიჭება და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა-გადაწყვეტა“- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.