„ეწვიეთ საქართველოს!“ - ეუთოს წარმომადგენელი

„ეწვიეთ საქართველოს!“ - ეუთოს წარმომადგენელი

საქართველო მრავალფეროვანი და საინტერესო ქვეყანაა, ვინც ჯერ არ ყოფილხართ, ეწვიეთ საქართველოს, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარკ პრიჩარდმა განაცხადა.

პრიჩარდმა საქართველოს, როგორც საინტერესო ისტორიისა და ღვინის უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„საქართველო მრავალფეროვანი და საინტერესო ქვეყანაა თავისი ისტორიითა და უძველესი ღვინის კულტურით, ესტუმრეთ საქართველოს, ვინც არ ყოფილხართ ჯერ“, – განაცხადა პრიჩარდმა.

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის მომხსნებლებიც იყვნენ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი დორის ბარნეტი და დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მარკ პრიჩარდი.ღონისძიებაზე გაიმართა ფოტოგამოფენა, 100 წლის პარლამენტარიზმის ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

​ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის, ავსტრიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, სერბეთის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების პარლამენტარები.