ირანი ბირთვული შეთანხმების პირობებს აღარ დაიცავს

ირანი ბირთვული შეთანხმების პირობებს აღარ დაიცავს

ირანი ბირთვული შეთანხმების პირობებს აღარ დაიცავს და ურანს „საჭირო დონემდე" გაამდიდრებს. 

ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აბბას არაქჩიმ განაცხადა. 

BBC-ს ინფორმაციით, ირანი პირობების დარღვევაში ევროპულ სახელმწიფოებს ადანაშაულებს. კერძოდ აბბას არაქჩიმ აღნიშნა, რომ ირანს სურდა შეთანხმების ჩარჩოებში დარჩენა, თუმცა თავად ევროპულმა სახელმწიფოებმა არ შეასრულეს ვალდებულებები. 

მისი თქმით, ბაშერის ელექტროსადგურში რამდენიმე საათში დაიწყება მუშაობა, სადაც ურანის გამდიდრება შეთანხმებით დადგენილ ნორმაზე, 3.67%-ზე მეტად მოხდება, ხოლო ამ ენერგიას რეაქტორების საწვავით მომარაგებისთვის გამოიყენებენ. 

საწვავის დამზადების გარდა არსებობს ეჭვები ბირთვული იარაღის დამზადების მიზნებთან დაკავშირებით, თუმცა ირანი ამას კატეგორიულად უარყოფს. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-მა ბირთვული შეთანხმება 2018 წელს დატოვა და ირანს ეკონომიკური სანქციები დაუწესა.