რუსულ ავიაკომპანიებს ხვალიდან საქართველოში ფრენა  ეკრძალებათ

რუსულ ავიაკომპანიებს ხვალიდან საქართველოში ფრენა ეკრძალებათ

8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში თავიანთი მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალება. შესაბამისად, ამოქმედდება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანება.

გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა. ამის მიზეზი კი თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხმაურიანი ვიზიტი გახდა.