ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოზე პირველი შეხვედრა წააგო

ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოზე პირველი შეხვედრა წააგო

იაპონიაში დღეს რიგით მეოთხე – ნაგოია ბაშო დაიწყო. „დოლფინს არენაზე“ სადებიუტო დღე წარუმატებელი გამოდგა ტოჩინოშინისთვის, რომელიც ზაფხულის სუპერტურნირს ისევ ოძეკის სტატისით ხვდება. შეჯიბრის პირველ დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მეორე მაეგაშირა შოტა ენდო იყო, რომელიც ქართველისთვის უხერხულ მეტოქედ იქცა. ენდომ , ისევე როგორც წინა ბაშოზე , შეჯახებისთანავე აიღო დაბალი ჩავლება მავაშიში (ქამარში) და ტოჩინოშინი კვლავ უვატედაშინაგეს ილეთით დაამარცხა.

ივლისის ბაშოს მე-2 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-3 მაეგაშირა შოდაი იქნება. ურთიერთშეხვედრებში ქართველი იაპონელთან 6:7-ს აგებს.