სინათლე გვირაბის ბოლოს - მეცნიერებმა კლინიკური სიკვდილის ფენომენი ახსნეს

სინათლე გვირაბის ბოლოს - მეცნიერებმა კლინიკური სიკვდილის ფენომენი ახსნეს

ყოველი მეათე ადამიანი, ვისაც კლინიკური სიკვდილი გადაუტანია, საოცარ ისტორიებს ჰყვება იმქვეყნიურ სამყაროზე... ყველაზე ხშირად, ისინი ახსენებენ გვირაბს და ამ გვირაბის ბოლოს კაშკაშა სინათლეს... საინტერესოა, როგორ ხსნიან მეცნიერები ამ მოვლენას...

2017 წელს ბელგიელმა მეცნიერებმა შეისწავლეს154 პაციენტის წერილობითი დოკუმენტაცია, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა მათგანი მსგავს მდგომარეობებს აღწერდა -  უცნაური სიმშვიდის შეგრძნება, მოგზაურობა გრძელ გვირაბში და კაშკაშა სინათლე... ზოგი მათგანი იმასაც ამტკიცებდა, რომ მათი სული სხეულიდან გამოვიდა და სხვა სულებსა და ანგელოზებს შეხვდა...  

ყველა ეს ისტორია საოცრად ჰგავდა ერთმანეთს, მაგრამ... ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს არ ემთხვეოდა ამ პაციენტების მიერ გადატანილი შეგრძნებების თანმიმდევრობა... მათი მხოლოდ 20% აღნიშნავდა რომ თავდაპირველად ისინი სხეულს ტოვებდნენ და ამის შემდეგ იწყებდნენ გვირაბით მოგზაურობას, დანარჩენები კი პირიქით... მეცნიერების აზრით, ეს იმის ნიშნავს რომ „სიკვდილისწინა გამოცდილება“ ყველას სხვადასხვანაირი აქვს, რასაც ადამიანის ცხოვრების წესი, კულტურა და თქვენ წარმოიდგინეთ, ენაც კი განსაზღვრავს...

საბოლოო ჯამში მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ გულის გაჩერების მიუხედავად, ადამიანის ტვინი რამდენიმე წუთის განმავლობაში აგრძელებს მუშაობას.

იგივე აზრზე არიან ამერიკელი მკვლევარებიც, რომლებიც 4 წელი სწავლობდნენ „სიკვდილგამოვლილ“ პაციენტთა ისტორიებს... მათ შეძლეს და კლინიკური სიკვდილის ფაზაში მყოფ 4 პაციენტს გადაუღეს თავის ტვინის ენცეფალოგრამა, საიდანაც დადასტურდა, რომ გულის გაჩერების შემდეგ ტვინი 5 წუთის განმავლობაში ისევე მუშაობდა, როგორც „სიკვდილის“ დადგომამდე ნახევარი საათით ადრე.  მეტიც, ერთ-ერთი პაციენტის ტვინმა გულის გაჩერებიდან 10 წუთის განმავლობაში გააგრძელა ფუნქციონირება.

აქედან გამომდინარე, ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ტვინი გულთან ერთად არ კვდება, მეტიც გაორმაგებული სისწრაფით იწყებს მუშაობას, თითქმის 12 ჯერ იზრდება დოფამინის (სიამოვნების ჰორმონის) გამოყოფა და სწორედ ამისგანაა გამოწვეული ის სასიამოვნო შეგრძნებები, რასაც კლინიკური სიკვდილის მომენტში განიცდიან... გარდა ამისა, აგონიის მომენტში 20-ჯერ იზრდება სეროტონინის დონე, რაც ხელს უწყობს ტვინში გარკვეული რეცეპტორების გააქტიურებას და განაპირობებს მხედველობით ჰალუცინაციებს  - სულის გამოსვლა სხეულიდან, შეხვედრა სხვა სულებთან და ანგელოზებთან, კაშკაშა შუქი გვირაბის ბოლოს და სხვა...