ედმუნდ კემპერი - „გენიალური მანიაკი“ სპეციფიკური იუმორით

ედმუნდ კემპერი - „გენიალური მანიაკი“ სპეციფიკური იუმორით

გამოძიების ფედერალური ბიუროს აგეენტმა, რობერტ რესლერმა, კემპერთან ოთხსაათიანი საუბრის შემდეგ, ციხის დაცვის გამოსაძახებელ ღილაკს დააჭირა თითი, თუმცა დამცველი არ გამოცხადდა... აგენტმა მეორედაც სცადა,  მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ - დაცვის თანამშრომელი არა და არ ჩანდა. აგენტ რასლერს ღელვა დაეტყო, რაც მანიაკს არ გამოჰპარვია. საუბარი ფირზე იწერებოდა, სადაც აგენტის მისამართით კემპერის ნათქვამი აღიბეჭდა: „მოდუნდი, ისინი იცვლებიან, ამჟამად დაცულ ზონაში პატიმართა კვების დროა. შენ 15-20 წუთზე ადრე ვერ გაგიყვანენ, აი მე კი თუ მოთმინება დავკარგე თავს გადაგიგრეხავ და მცველებს მაგიდაზე დაგდებულს დავახვედრებ მისალმების ნიშნად“.

მანიაკი პირდაპირი მნიშვნელობით გიგანტი იყო - 206 სანტიმეტრის ეს ახმახი 140 კილოგრამს იწონიდა. პატიმრობის გამო იძულებული იყო კაცთა კვლის გაუნელებელი სურვილი თავის თავში ჩაეხშო... ახლა კი მის წინ ფაქტიურად დაუცველი ადამიანი, FBI-ს ცნობილი აგენტი იჯდა. შეშინებულმა აგენტმა მკვლელი მოსალოდნელი პრობლემების შესახებ გააფრთხილა, რაც ფედერალური მოსამსახურის მკვლელობის შემთხვევაში ელოდა მანიაკს, რომელიც ამ დროისთვის სამი სამუდამო პატიმრობის ვადას იხდიდა... მკვლელობაზე დაგეშილმა კემპერმა ირონიით შეხედა პოტენციურ მსხვერპლს და აგდებით მიუგდო: „და რას მიზამენ? ტელევიზორის ყურებას ამიკრძალავენ?“ შემდეგ კი სერიოზული სახით დასძინა: „მაქსიმუმ რამდენიმე დღე კარცერში გამატარებინონ, რაც უმცირესი საზღაურია იმ პრესტიჟის სანაცვლოდ, რასაც ფედერალური აგენტის მკვლელობისშემთხვევაში მელოდება“. „საუბარი“ ამავე ტონალობაში გაგრძელდა ზედამხედველთა მოსვლამდე, რის შემდგომაც კემპერმა თავისი უზარმაზარი ხელი მხარზე დაადო და ბოროტად ჩაიქირქილა: „იმედია ხვდები, რომ გეხუმრებოდი... ხომ ასეა?“ აგენტმა რასლერმა ნერვიულად გადაიხარხარა...

ამ სატანური აზროვნების ბოროტმოქმედმა, სერიულმა მკვლელმა, რომელიც „სტუდენტთა მკვლელადაა“ ცნობილი, მოზარდობის ჟამს სიცოცხლეს გამოასალმა საკუთარი პაპა და ბებია, 1972-73წლებში ჩაიდინა 8 მკვლელობა, აქედან 6 სტუდენტი გოგონა იყო, ერთი დედის დობილი და საკუთარი დედაც!..

კემპერმა ადრეული ბავშვობიდანვე გამოავლინა ხასიათის პათოლოგიები, როგორიცაა ძალადობისაკენ მიდრეკილება და ველური სისასტიკე. იგი აწამებდა საბრალო ცხოველებს, ასახიჩრებდა თოჯინებს... თანადროულად უნიკალური ნიჭიერებითა და გონიერებითაც გამოირჩეოდა თანატოლებთან შედარებით. იმთავითვე გიგანტური სიმაღლის იყო, რის გამოც ბავშვების დაცინვის ობიქეტს წარმოადგენდა. მისი მშობლები ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ როცა ბიჭს 11წელი უსრულდებოდა. ედმუნდი საცხოვრებლად დედასთან დარჩა. დედა ბავშვს ძალიან ცუდად ეპყრობოდა, ცემდა, უყვიროდა, სარდაფში ძილს აიძულებდა. დედა შიშობდა, რომ ბიჭი საკუთარი დის შეცდენას ცდილობდა. ედმუნდს ასეთი ყოფა დედის მიმართ სიძულვილით აღავსებდა, რამაც მამამისი იძულებული გახადა მოზარდი საცხოვრებლად თავის მშობლებთან გაემწესებინა.

1964 წელს, 15 წლის კემპერმა იარაღით დახოცა მამის მშობლები. ამ ამბის გახსენებისას ამბობდა, რომ ბებიისა და პაპის დახოცვით ნეტარება მიიღო. იგი შეურაცხად პატიმართა საპყრობილეში მოათავსეს, სადაც სხვადასხვა ჯურის დამნაშავეეები გაიცნო. მისით ფსიქოლოგებიც დაინტერესდნენ, შეაფასეს ინტელექტის კოეფიციენტი და ციხის ბინადართა შორის ინტელექტუალად  და სრულიად უვნებლად მიიჩნიეს. მათივე რეკომენდაციით, კემპერი სანიმუშო ყოფაქცევისთვის ვადამდე გაათავისუფლეს. იგი კალიფორნიაში, დედასთან ერთად დასახლდა, საგზაო მშენებლად მოეწყო და ადგილობრივ პოლიციელებთან გააბა ნაცნობობა. ისინი მას“დიდ ედის“ ეძახდნენ. „მშვიდი“ ცხოვრების პარალელურად, ედი მკვლელობების სერიისთვის ემზადებოდა. ამ მიზნით ის საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდა და ავტოსტოპით მოსიარულე გოგონებზე ნადირობდა. იგი მალევე მიხვდა, რომ მკვლეობისათვის იდეალურ ვარიანტს მიაკვლია. მკვლელობათა ჩასადენად მანქანის საბარგულში პოლიეთილენის პაკეტებს, დანებს, ხელბორკილებსა და სხვა საჭირო ინვენტარს ინახავდა. ედის საშინელი მანქანით დაახლოებით 150 ადამიანს მოუწია „მგზავრობა“...

1972 წელს მკვლელმა ორი 18 წლის გოგონა დაიმგზავრა. ერთი საათის მგზავრობის შემდეგ მანიაკმა ერთერთი მათგანი, სახელად ანიტა, მანქანის უკანა სავარძელზე მიაბა, ხოლო მეორე - მერი სასტიკად გააუპატიურა. საბოლოოდ ჯალათმა ორივე გოგონა ბასრი დანით დაჩხვლიტა და გაგუდა. ესეც არ იკმარა და უბედური გოგონების გვამების გაუპატიურებას შეუდგა. საზარელი არსება ნეკროფილიით იკლავდა სადისტურ ჟინს. მომდევნო მსხვერპლი 15 წლის გოგონა აიკო კოო აღმოჩნდა, რომელიც ასევე სასტიკად გააუპატიურა. მოკლული ბავშვის დედამ გოგონას დაკარგვის თაობაზე პოლიციას შეატყობინა, თუმცა უშედეგოდ... არც 18 წლის სინდი შალს დაადგა უკეთესი დღე... სტუდენტ გოგონას საზარელმა არსებამ თავი მოკვეთა და ეზოს უკანა მხარეს დამარხა... მომდევნო დღეებში მოკლულის გვამს „სასაუბროდ“ ხშირად აკითხავდა... კემპერის მომდევნო სამიზნე კიდევ ორი გოგონა აღმოჩნდა. მკვლელმა ისინი იარაღით დახოცა და შემდეგ გააუპატიურა. 

ედმონდმა არც დედას დაუვიწყა ბავშვობის დროინდელი წყენა... მანიაკს სურდა ზედმიწევნით დაეგეგმა მკვლელობა, რათა პოლიციას ეჭვი მასზე არ მიეტანა... თუმცა მრისხანებისგან და ზიზღისგან გონება დაბნელებულმა ვერაფერი მოისაზრა, გარდა იმისა, რომ მძინარე მშობელი თავში ჩაქუჩის ჩარტყმით მოკლა. როცა დარწმუნდა, რომ ქალი არარ სუნთქავდა, მას თავი მოკვეთა და ცხედართან სქესობრივი აქტით დაკავდა. ავკაცობის დასაფარად სახლში ძარცვის ინსცენირება მოაწყო, მეტი დამაჯერებლობისთვის კი დედის დობილი მიიპატიჟა, ისიც მოკლა და გააუპატიურა. უსასტიკესი მკვლელი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და სასწრაფოდ გაეცალა მკვლელობის ადგილს, თუმცა ცოტა ხნის ხეტიალის შემდეგ თავად დარეკა პოლიციაში და ჩადენილი აღიარა...

ასე დასრულდა ამ ვერაგობით აღსავსე, უსასტიკესი არსების წარმოუდგენელ ბოროტმოქმედებათა ისტორია, რომელმაც მთელი დარჩენილი სიცოცხლე საპყრობილეში გაატარა...

 

მოამზადა: ზურაბ ქელეხსაშვილმა