„პარტიოტთა ალიანსი“ სპორტის სასახლეში ყრილობას მართავს

„პარტიოტთა ალიანსი“ სპორტის სასახლეში ყრილობას მართავს

"პარტიოტთა ალიანსი" სპორტის სასახლეში ყრილობას მართავს, რომლის მთავარი ლოზუნგია "არა სააკაშვილი-ბოკერიას ხელისუფლებას და არა "ქართულ ოცნებას".

პარტიის ხელმძღვანელის, ირმა ინაშვილის განცხადებით, დღეს ისინი იმისთვის შეიკრიბნენ, რომ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურონ და ისაუბრონ 20 ივნისის შემდეგ არსებულ პრობლემებზე, ასევე დავით გარეჯთან დაკავშირებით. 

ირმა ინაშვილის განცხადებით, დღეს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გააგონებენ ხმას იმის შესახებ, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები გასამართლდნენ.