
„ოკუპაციის წინააღმდეგ პრინციპული ბრძოლა არ მოითხოვს ასეთ შეურაცხყოფას“ - კოჟორიძე გაბუნიას მონოლოგზე
ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ეთერში გადაცემა პ.ს -ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგს სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა. ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი, კახა კოჟორიძე წერს:
„არ ვიცი რა რაციონალური ახსნა აქვს პოსტკრიპტუმის შესავალს. ოკუპაციის წინააღმდეგ პრინციპული ბრძოლა არ მოითხოვს ასეთ შეურაცხყოფას. პირიქით, აზიანებს ამ ბრძოლას.“
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის დაწყებისას პირდაპირ ეთერში უშვერი სიტყვებით აგინა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.