„არხი არ იწონებს ამგვარ განცხადებებს“ - ნიკა გვარამია გაბუნიას მონოლოგზე (ვიდეო)

„არხი არ იწონებს ამგვარ განცხადებებს“ - ნიკა გვარამია გაბუნიას მონოლოგზე (ვიდეო)

"რუსთავი2" -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიამ  ფეისბუქ ლაივის საშუალებით,  გიორგი გაბუნიას პუტინის მიმართ მიმართვას გამოეხმაურა, როგორც გვარამიამ განაცხადა ეს მხოლოდ გიორგი გაბუნიას საავტორო პოზიცია იყო და არხი აუკმაყოფილებას გამოთქვამს.

"არ ვაპირებ პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას, აბსოლუტურად ვიზიარებ გიორგი გაბუნიას მონოლოგის პათოსს, თუმცა რათქმაუნდა მიუღებელია, ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, ეს არ არის არხის დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, რომ ეს გაბუნიას საავტორო პოზიციაა არხი გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას, ამგვარი ფორმით აზრის მოწოდების თაობაზე და არ იწონებს ამგვარ განცხადებებს.

სხვა მხრივ მიგვაჩნია , რომ პუტინი არის ჩვენი სამშობლოს ნომერ პირველი მტერი და რადიკალურად მისი შეფასება ჩვენს ეთერში დასაშვებია, თუმცა რადიკალური შეფასება არ გულისხმობს გულისამრევ ბილწ სიტყვაობას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა P.S - ს ეთერიდან ვლადიმერ პუტინს მიმართა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსულ ენაზე უცენზუროდ მოიხსენია.