რუს ხალხს, რომელიც ყველაზე მეტად იტანჯება, ვთავაზობ უკრაინის მოქალაქეობას - ზელენსკი

რუს ხალხს, რომელიც ყველაზე მეტად იტანჯება, ვთავაზობ უკრაინის მოქალაქეობას - ზელენსკი

ვლადიმირ პუტინის  ინიციატივას, ყველა უკრაინის მოქალაქისთვის  გამარტივდეს რუსეთის პასპორტების აღება, უკრაინის  ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადომირ ზელენსკი სოციალურ მედიაში გამოეხმაურა: 

"რუსეთის ხელისუფლების ადგილას რომ ვიყო, არ დავხარჯავდი დროს უკრაინის მოქალაქეების პასპორტებით ცდუნებაზე. შეიძლება, აღმოჩნდეს ვინმე, რომელიც დღემდე რუსეთის პროპაგანდის ქვეშაა. შეიძლება, ზოგიერთმა ეს შემოსავლის მიღების ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მოტივით გააკეთოს. ჩვენ შეგვიძლია, მივაწოდოთ ვლადიმირ პუტინს უკრაინის იმ მოქალაქეების სია, რომლებიც ცოტა ხანში არაკომფორტულად იგრძნობენ თავს იმ ქვეყანაში, რომელსაც ცინიკურად ძარცვავდნენ და თანამდებობას ბოროტად იყენებდნენ. ამის შემდეგ რუსეთმა თავად გადაწყვიტოს, სად უფრო საჭიროები არიან ასეთი „პროფესიონალები“ – როსტოვში თუ მაგადანში.

უკრაინა არ იტყვის უარს თავის მისიაზე და დარჩება სამაგალითო დემოკრატიად პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამ მისიის ნაწილი იქნება ყველა იმ ადამიანის დაცვა, თავშესაფრით უზრუნველყოფა და უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის. ჩვენ თავშესაფარს მივცემთ და დავეხმარებით ყველას, ვინც მზადაა, ჩვენს მხარდამხარ იბრძოლოს, ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ მივანიჭებთ უკრაინის მოქალაქეობას ყველა ერის წარმომადგენელს, ვინც ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმებისგან იტანჯება. პირველ რიგში ეს ეხება რუსებს, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად იტანჯებიან"