„პუტინის მიმართ ჟურნალისტის ამ ხულიგნურ საქციელს ჩვენმა სახელმწიფომ არ უნდა უპასუხოს" - სერგეი კალაშნიკოვი -

„პუტინის მიმართ ჟურნალისტის ამ ხულიგნურ საქციელს ჩვენმა სახელმწიფომ არ უნდა უპასუხოს" - სერგეი კალაშნიკოვი -

„არ უნდა უპასუხოს ჩვენმა სახელმწიფომ ჟურნალისტის ამ ხულიგნურ საქციელს. მის მიმართ რაღაც ზომების განხილვა არ არის საჭირო. ამაზე რეაგირება ნიშნავს მის დონეზე დაშვებას“ , - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის წევრმა სერგეი კალაშნიკოვმა განაცხადა.

კალაშნიკოვის თქმით, მსგავსი გამოთქმების უფლება თავს მისცა წამყვანმა საავტორო გადაცემაში არა რუსულ, არამედ ქართულ ტელევიზიაში.

„ჩვენ ცოტა მტკივნეულად ვრეაგირებთ იმაზე, რომ ვიღაცამ ჩვენ ალმაცერად გადმოგვხედა, ან რომ ვიღაც იგინება. ეს მხოლოდ ამ პირების უკულტურობას აჩვენებს, მეტს არაფერს. მაგრამ ამის გამო მთვარე დედამიწას არ დასცემია“, - განაცხადა სერგეი კალაშნიკოვმა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "P.S"-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.