„არ დავიშლებით და პრაიდს არ ჩაგატარებინებთ" - ლევან ვასაძე

„არ დავიშლებით და პრაიდს არ ჩაგატარებინებთ" - ლევან ვასაძე

ლევან ვასაძემ „ვერის ბაღიდან" „თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებს მიმართა. ის ამბობს, რომ დღის ბოლომდე არ დაიშლებიან და არ მიცემს მათ უფლებას პრაიდი ჩაატარონ. 

„დღეს გვითხრეს, რომ პრაიდი არ ჩატარდება. რამდენი ვიღაც ტუტუცი მამათმავალი კლავიატურას მიუჯდება და რაღაცას დაწერს, არ გვაინტერესებს. არ გვაინტერესებს რას წერენ ისინი. დღის ბოლომდე არ დავიშლებით და პრაიდს არ ჩაგატარებინებთ, გინდა ახტით და გინდა დახტით“,- აღნიშნა ვასაძემ, რომელიც „ვერის ბაღში“ მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება. 

„თბილისი პრაიდმა“ „ღირსების მარშის“ ჩატარება ჯერ კიდევ 20 ივნისისთვის დაგეგმა, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ის გადაიდო. მარშის ჩატარება დღეისთვის დაანონსდა, რომელიც ასევე აღარ გაიმართება. მიუხედავად ამისა, პრაიდის მოწინაღმდეგე მოქალაქეების დღეს აქციებს სხვადასხავა ლოკაციაზე მართავენ და ამბობენ, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება ვერ მოხდება.