„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას ითხოვენ

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას ითხოვენ

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეებს სამი მოთხოვნა აქვთ. ისინი მოითხოვენ , რომ საქართველოში არ ჩატარდეს „თბილისი პრაიდი“, ასევე გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და შეიქმნას გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონი.

ლევან ვასაძე ამბობს, რომ სწორედ ანტიდისკრიმინაციული კანონი არის იმის ძირითადი წყარო, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. მისივე მოსაზრებით, ლიბერალიზმი აღარ უნდა იყოს ქვეყნის წამყვანი იდეოლოგია.