რუსი დეპუტატი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების  შეწყვეტას ითხოვს

რუსი დეპუტატი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შეწყვეტას ითხოვს

სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ევგენი პრიმაკოვმა, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ პრეზიდენტ პუტინის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების პირდაპირ ეთერში გაკეთების კომენტირებისას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების  შეწყვეტა მოითხოვა.

როგორც ცნობილია  ქართული პოზიციური ტელეარხის, „რუსთავი-2“-ის წამყვანმა, გაბუნიამ, "p.s."-ის ეთერში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულ ენაზე აგინა. 

სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებელთა უდიდესმა ნაწილმა მკაცრად დაგმო გაბუნიას საქციელი.მათვე გამოთქვეს შეშფოთება რუსულ-ქართული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად დაძაბვის შესაძლებლობის გამო.

ტელეკომპანია   რუსთავი-2 ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მიუღებლად მიიჩნევს პირდაპირ ეთერში ლანძღვას,თუმცა ტელეწამყვანის პოზიციას იზიარებს.

ტელეწამყვანის გამოსვლა დაგმეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.

მოგვიანებით „რუსთავი2-ის“ შენობასთან რამოდენიმე ასეული მოქალაქე შეიკრიბა, რომლებიც გაბუნიას სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

"ქართული ტელეკომპანია, გაბუნიას სახით ისეთ ფსკერზე დაეშვა, რომ გაოცებაც კი შეუძლებელი ხდება. მართალია, საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო გაბუნიას გამოხტომა, მაგრამ მისგან ბოდიში ვერ მოვისმინეთ. როგორც ჩანს, პირდაპირი ავიარეისების გაუქმებით გამოწვეული პაუზა გაიჭიმა. გაგრძელება იქნება" - დასძინა დეპუტატმა პრიმაკოვმა.

 

მოამზადა: ზურაბ ქელეხსაშვილმა