„რუსეთს და საქართველოს აქვს მომავალი“ - კონსტანტინე კოსაჩოვი

„რუსეთს და საქართველოს აქვს მომავალი“ - კონსტანტინე კოსაჩოვი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინე კოსაჩოვმა გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უცენზურო სიტყვებით მოხსენიების კომენტირებისას განაცხადა, რომ მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, რუსეთს და საქართველოს აქვთ მომავალი.

„ჩვენ ორ ერს უყვარს ერთმანეთი და ეს მთავარია. ამასაც გადავლახავთ" , - დასძინა თავის facebook გვერდზე კოსაჩოვმა.

"მიყვარს ეს ერი და ეს ქვეყანა, ღრმად განვიცდი ექსტრემიზმის ამ მოულოდნელ ამოფრქვევას ჩვენს ურთიერთობებში'' დაამატა კოსაჩოვმა.