„გაბუნია ბინძურად აყენებდა შეურაცხყოფას ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს" - თინა კანდელაკი

„გაბუნია ბინძურად აყენებდა შეურაცხყოფას ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს" - თინა კანდელაკი

„გადაცემის დასაწყისში წამყვანი ბინძურად და ქუჩურ დონეზე აყენებდა შეურაცხყოფას ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს, ისე, როგორც ამას აკეთებენ რადიკალები, რომლებიც საქართველოში ყველაზე სასტიკი დანაშაულების უკან დგანან“, - ასე გამოეხმაურა გიორგი გაბუნიას გამოსვლას პუტინის წინააღმდეგ რუსეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი. 

კანდელაკის თქმით, „რუსთავი2-მა“ ბოდიში უნდა მოიხადოს. „ეს იქნება სახის შენარჩუნების ერთადერთი გზა იმ ქვეყანაში, სადაც მსგავსი ეთერი შესაძლებელია“, - წერს კანდელაკი თავის „ტელეგრამ არხზე“.