ბაჩანა შენგელიამ პროკურატურას ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალა გადასცა

ბაჩანა შენგელიამ პროკურატურას ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალა გადასცა

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ გენერალურ პროკურატურას ვიდეომასალა გადასცა.

ბაჩანა შენგელიას თქმით, ვიდეომასალა შეეხება თათბირს, რომელზე ია კერზაიას საქმიანობის შესწავლის საკითხი გადაწყდა და რომელსაც უშუალოდ გიორგი გახარია ესწრებოდა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბაჩა შენგელიამ შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. შენგელია  გიორგი გახარიას გამოკითხვას ითხოვს. ის აცხადებს, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების სამსახური გახარიას ბრძანებით შევიდა. 

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე, გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია.

​ბაჩანა შენგელია ითხოვს საქმეში მონაწილე პირების და მათ შორის გიორგი გახარიას დროულად დაკითხვას.