დუმის კომიტეტმა საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვას მხარი დაუჭირა

დუმის კომიტეტმა საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვას მხარი დაუჭირა

რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა  ფულადი გზავნილების აკრძალვას. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, მთავრობა დამატებით ზომებს მიიღებს, ვინაიდან „მომხდარი საღი აზრის ჩარჩოებში არ ჯდება და სიკეთისა და ბოროტების ზღვარს სცდება“.

სლუცკის განცხადებით, მოსკოვი გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებით ბოდიშს ელოდა.

„ბოდიშს ველოდებით ახლაც. არ ვიცი, მოხდება ეს თუ არა. არ ვარ დარწმუნებული, თუმცა ასეთ სიტუაციაში ქვეყნის ხელმძღვანელობამ, პარლამენტის ხელმძღვანელობამ აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში. უახლოეს დღეებში ვნახავთ, მზად არის თუ არა ამისთვის საქართველოს ხელისუფლება“, - განაცხადა სლუცკიმ.