ლევან ვასაძე შსს-კენ მიემართება, სადაც „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები  იმყოფებიან

ლევან ვასაძე შსს-კენ მიემართება, სადაც „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები იმყოფებიან

ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიემართება, სადაც „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები აქციას მართავენ.

გადაწყვეტილება ლევან ვასაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო რომ შსს-ს შენობასთან აქცია ლგბტ თემის წარმომადგენლები მართავენ. ლევან ვასაძემ მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ მისცემს  საშუალებას ლგბტ თემის წარმომადგენლებს, რომ ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდნენ.